19 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
წარმოგვიდგინონ ნებისმიერი ფაქტი, სადაც საარჩევნო კანონმდებლობა ირღვევა და ჩვენ მზად ვართ რეაგირებისათვის - ირაკლი კობახიძე

"სამართლიანი არჩევნების ანგარიშს "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან. მათი განცხადებით, თუ მართლაც დაფიქსირდა ძალადობა, მოსყიდვა და პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი, რისი შესაბამისი მტკიცებულებებიც იქნება, ამ ყველაფერზე ხელისუფლება შესაბამის რეაგირებას აუცილებლად მოახდენს.  

"ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ ხოლმე ყველას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ წარმოგვიდგინონ ნებისმიერი ფაქტი, სადაც საარჩევნო კანონმდებლობა ირღვევა და ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას ჩარევისთვის. მით უმეტეს, თუ ეს ძალადობისა და მუქარის ფორმით ხდება, ჩვენ მზად ვართ რეაგირებისათვის," - აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ ხელის გაშვერა "ქართულ ოცნებაზე" თითქოს ყველა ამ ფაქტის უკან ის იდგეს, არასწორია. 

"ნებისმიერი არაკანონიერი ქმედება უნდა გაირკვეს და თუ ვინმე პასუხისმგებლობაშია მისაცემი, ასეც უნდა მოხდეს. ხელის გაშვერა იმაზე, რომ ეს ყველაფერი ხორციელდება "ქართული ოცნების" გუნდის მხრიდან - არასწორია. ძალადობა ამ ქვეყანაში საბოლოოდ უნდა დასრულდეს,"- აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა

დღის ამბები