მარნეულში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ოპოზიციის აქტივისტები და ჟურნალისტები დაშავდნენ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს, "ქართულ ოცნებაში" კი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობენ.
"დაგეგმილი პროვოკაციაა, მოვიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და პირდაპირ დედა აგინეს ჩვენ აქტივისტებს. მაგის ფონზე მოხდა ორმხრივი ჩხუბი. ამაში დამნაშავე არის პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობა". "ნაციონალური მოძრაობა" აგრძელებს იგივე სტილში მუშაობას, რაც წინა არჩევნებზე. ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ, "ქართულ ოცნებას" არანაირად არ გვაწყობს არცერთი ფორმით პროვოკაცია, ჩვენ გვაქვს მოგებული ეს არჩევნები," - აცხადებს მარნეული-გარდაბნის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" ზაურ დარგალი.