20 აპრილი 2024,   09:56
ვრცლად
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ენმ-ის წევრები საოლქო კომისიის თავმჯდომარეს საარჩევნო სიების არაუფლებამოსილ პირებზე გადაცემაში ადანაშაულებენ

ხმაური იყო ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც კომისიის წევრები "ნაციონალური მოძრაობიდან",  საოლქოს თავმჯდომარეს მირანდა მესხს საარჩევნო ინვენტარისა და საარჩევნო სიების არაუფლებამოსილ პირებზე გადაცემაში ადანაშაულებდნენ.

პროტესტის გამოხატვას კომიიის სხვა წევრებთან, მათ შორის "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან დაპირისპირება მოყვა. კამათის დროს შეუძლოდ გახდა ერთი მამაკაცი - გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. ფაქტთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა ცესკოში.

საარჩევნო ადმინისტრაციამ მომხდარი ოპოზიციური გაერთიანების მხრიდან კამპანიური ხასიათის ზეწოლად შეაფასა.

"ხდება ინვენტარისა და კედლის სიების გაცემა არაუფლებამოსილ პირებზე. ოლქი გვიმტკიცებს ესენი კომისიის არჩეული წევრები არიანო, მაგრამ კოდექსში პირდაპირ წერია 25-ე მუხლის მე-14 პუნქტის მოთხოვნებში, რომ კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება პირველი შეკრების დღიდან, პირველი შეკრების დღე არის ხვალ. უბნები იხსნება ხვალ, შესაბამისად ეს ინვენტარი მიდის სახლში ვიღაც არაუფლებამოსილ პირებთან," - აღნიშნა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა საოლქო კომისიაში კობა კვარაცხელიამ.

"სია საარჩევნო უბნის კომისიის წევრს მიაქვს და მისი მიღება-ჩაბარების აქტი გადაეცემა შემდგომში კომისიის თავმჯდომარისთვის გადასაცემად და პასუხისმგებელია ის პირი, ვისაც მიაქვს ეს სია. ზუსტად კანონში გაწერილი, როგორ უნდა გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიამ სიტყვა-სიტყვით არ წერია, ასეთი ჩანაწერი საარჩევნო კოდექსში არ წერია," - განაცხადა "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა საოლქო კომისიაში ზაზა ხვიტიამ.

დღის ამბები