25 აპრილი 2024,   04:33
ვრცლად
სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანის მხარეს დაშავებულია 1 900 და დაღუპულია 790 სამხედრო - მონაცემებს არ ადასტურებენ აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ყარაბაღში ქალაქ ტერტერთან სომხეთის ბატალიონის განადგურების შესახებ იუწყება. ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, არის მსხვერპლი.

კონფლიქტის პერიოდში დანაკარგების შესახებ მონაცემებს ავრცელებს სომხური მხარეც. ერევანში აცხადებენ, რომ სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანის 137 ტანკი, 72 უპილოტო საფრენი აპარატი, 7 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი გაანადგურეს.

სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანის მხარეს დაშავებულია 1,900 და დაღუპულია 790 სამხედრო. მონაცემებს არ ადასტურებენ აზერბაიჯანში.

ილჰამ ალიევი კონფლიქტში თურქეთის მონაწილეობის შესახებ სომხეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიყალბეს უწოდებს და აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებებში თურქეთის F-16 ტიპის თვითმფრინავები არ მონაწილეობენ. აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთს მიუღებელი მოთხოვნების წაყენებასა და მოლაპარაკების პროცესის გამიზნულად დარღვევაში ადანაშაულებს.

დღის ამბები