19 აპრილი 2024,   15:09
ვრცლად
მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა

საერთაშორისო საზოგადოება ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგისკენ მოუწოდებენ.

გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭოს წევრები მკაცრად გმობენ ძალის გამოყენებას და სომხეთსა და აზერბაიჯანს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებენ.

მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა ვენაშიც. მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების - საფრანგეთის, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ თანათავმჯდომარეები ყველა მხარეს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებენ.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი ელიოტ ენგელიც. წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მხარეებს საომარი მოქმედებების დასრულებისკენ მოუწოდებს. მისივე განცხადებით, შემაშფოთებელია გარე ძალების გავლენა და ვაშინგტონმა თურქეთის მიერ სამშვიდობო პროცესის ჩაშლა არ უნდა დაუშვას.

დღის ამბები