23 ოქტომბერი 2020,   07:30
ვრცლად
დებატები აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის - ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს პუტნის ლეკვი უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის პირველი დებატები შედგა, როგორც მოსალოდნელი იყო, რესპუბლიკელებისა და დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატებმა საარჩევნო დებატები ურთიერთბრალდებების ფორმატში წარმართეს. ამერიკული მედიის მონაცემებით, 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატებს პირდაპირ ეთერში დაახლოებით ას მილიონამდე ადამიანი ადევნებდა თვალყურს.

"არ ყოფილა არც ერთი პრეზიდენტი თუ ადმინისტრაცია, რომელმაც სამ წელიწად-ნახევარში იმდენი გააკეთა რამდენიც, მე. კოვიდამდე ჩვენ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა გვქონდა, უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი, ყველაფერი კარგად იყო. შემდეგ კოვიდმა დაგვარტყა, თუმცა ახლა ხელახლა ვაშენებთ ეკონომიკას," - განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს პუტნის ლეკვი უწოდა:

"დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, ჩვენ უფრო სუსტები, ღარიბები, დაყოფილები და მოძალადეები ვხდებით. მე პუტინს პირისპირ ველაპარაკე და ვუთხარი, რომ მის ქცევას არ მოვითმენდით. ტრამპი პუტინის ლეკვია. მას ჯერ კიდევ არაფერი უთქვამს რუსეთისთვის ამერიკელ ჯარისკაცებზე გამოცხადებულ ნადირობასთან დაკავშირებით," - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

დღის ამბები