23 ოქტომბერი 2020,   07:50
ვრცლად
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ყარაბაღში ქალაქ ტერტერთან სომხეთის ბატალიონის განადგურების შესახებ იუწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ყარაბაღში ქალაქ ტერტერთან სომხეთის ბატალიონის განადგურების შესახებ იუწყება. ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებში 2 300 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.

კონფლიქტის პერიოდში დანაკარგების შესახებ მონაცემებს ავრცელებს სომხური მხარე. ერევანში აცხადებენ, რომ სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანის 137 ტანკი, 72 უპილოტო საფრენი აპარატი, 7 ვერტმფრენი და 1 თვითმფრინავი გაანადგურეს.

სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანის მხარეს დაშავებულია 1 900 და დაღუპულია 790 სამხედრო.

მონაცემებს არ ადასტურებენ აზერბაიჯანში. ილჰამ ალიევი კონფლიქტში თურქეთის მონაწილეობის შესახებ სომხეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიყალბეს უწოდებს და აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებებში თურქეთის F-16 ტიპის თვითმფრინავები არ მონაწილეობენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთს მიუღებელი მოთხოვნების წაყენებასა და მოლაპარაკების პროცესის გამიზნულად დარღვევაში ადანაშაულებს.

დღის ამბები