24 აპრილი 2024,   03:22
ვრცლად
აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა - საქსტატი

2020 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 5.3% შეადგინა. ამის შესახებ  საქსტატის დირექტორმა განაცხადა. მისივე თქმით, კლების ტენდენცია თითქმის ყველა სექტორს შეეხო, მათ შორის, მშენებლობის და ტურიზმის მიმართულებით, ერთადერთი სფერო კი, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობაა.

გოგიტა თოდრაძე ეკონომიკური კლების მონაცემებზე საუბრისას ივლისის მონაცემებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ აგვისტოში ის მცირედით გაუმჯობესებულია. თუ კლება ივლისში 5.5% შეადგენდა ორი მეათედით შემცირდა და აგვისტოში 5.3%-ია.

საქსტატი ეკონომიკის ზრდის შეფასებებს ყოველთვიურად, დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების საფუძველზე აწარმოებს.

დღის ამბები