20 აპრილი 2024,   07:16
ვრცლად
ეს თემები წამოსცდა, თუ ემოცია ვერ დამალა და იცის, რომ დანაშაული ნამდვილად აქვს ჩადენილი, უნდა გაარკვიოს პროკურატურამ - ვოლსკი სააკაშვილის განცხადებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი გარეჯზე მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დეტალები პროკურატურამ უნდა გაარკვიოს.

"რა გარიგება მოხდა და რა თანხაზეა საუბარი, 80 იყო თუ 70 თვითონ, როგორც ლაპარაკობს. ან ვინ აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, ვის წინააღმდეგაც შეუძლიათ ჩვენების მიცემა, ვინ არის მინისტრის მოადგილე რომელსაც ამ მოლაპარაკებებში აქვს მონაწილეობა მიღებული. აი ეს თემები წამოსცდა, თუ ემოცია ვერ დამალა და ამ საკითხებთან დაკავშირებით წინასწარ იცის, რომ დანაშაული ნამდვილად აქვს ჩადენილი, ეს უნდა გაარკვიოს პროკურატურამ,"- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, გარეჯთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება დიდი ხნის წინ დაგეგმილ პროვოკაციაა და "ქართული ოცნება" ცდილობს მას ქართული მიწის გაყიდვა დააბრალოს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა:

"ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია და მინდა გითხრათ, რა აქვთ ამ პროვოკაციის შემდეგი ეტაპები. ისინი აპირებენ, რომ ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ ამ ტერიტორიების გასხვისების რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან. შემდეგ აპირებენ, გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს, 70 თუ 80 მილიონი, რაც დაიბადება ფსბ პროპაგანდისტების თუ ივანიშვილის თავში, ამ მიწების გასხვისებისთვის. შემდეგ ამაზე ააგებენ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა. სიმართლე არის სრულიად საწინააღმდეგო.

დღის ამბები