19 აპრილი 2024,   07:46
ვრცლად
რუმინეთში მერად გარდაცვლილი ადამიანი აირჩიეს

რუმინეთში კომუნა დევესელუს მოსახლეობამ მერად გარდაცვლილი ადამიანი აირჩია.
დასახლების მოქმედი მერი იონ ალიმანი 17 სექტემბერს, COVID-19-ით გამოწვეული გართულებების გამო დაიღუპა.

საარჩევნო ბიულეტენებიდან, რომლებსაც ხმის მიცემამდე 2 კვირით ადრე ბეჭდავენ, მისი გვარის წაშლა ვერ მოასწრეს.

ამომრჩეველმა კი, ხმა არჩევნებამდე 10 დღით ადრე გარდაცვლილ მერს მისცა. ნაწილმა ეს მერისადმი პატივისცემის გამოხატვით ახსნა.

დევესელუში ახლა განმეორებითი არჩევნები უნდა ჩატარდეს. მანამდე კი გარდაცვალების შემდეგ არჩეული მერის მოვალეობებს მისი მოადგილე შეასრულებს.

დღის ამბები