დავით გარეჯის საკითხს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება. მისი განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ სენსიტიური თემაა, რომელზე მსჯელობა და მუშაობა დღემდე ყოველდღიურად მიმდინარეობს.
დავით ზალკალიანის თქმით, ეს საქმე ოპოზიციამ დეზინფორმაციისთვის გამოიყენა და მათი ქმედებები არასახელმწიფოებრივია. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ გარეჯის საქმეზე საბოლოოდ მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
"მოძიებულ იქნა უაღრესად მნიშვნელოვანი დამხმარე საშუალებები, მათ შორის კარტოგრაფიული რუკები და ექსპერტული დასკვნები.
ახალი გარემოებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, გაჩნდეს კითხვები 2206-2007 წლის შეთანხმებებთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, მივიღეთ დეზინფორმაციის ნიაღვარი ჩვენი ოპონენტებისგან, მაგრამ მათ არაფერი გამოუვათ, რადგან ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ისინი მოქმედებენ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე და იმ მიზნებიდან, რაც შეიძლება დიდი მიზანი მიაყენონ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს," - ამბობს დავით ზალკალიანი.