25 აპრილი 2024,   13:23
ვრცლად
"დავაყენებთ ქვეყანას სწორ გზაზე" - ნინო ბურჯანაძე მთაწმინდაზე ამომრჩეველს შეხვდა
"ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნოდ მთაწმინდის მოსახლეობას შეხვდა.
 
შეხვედრისას ამომრჩევლებმა ისაუბრეს წინასაარჩევნო არაჯანსაღ გარემოზე და ძალადობაზე.

ნინო ბურჯანაძემ მთაწმინდის ამომრჩეველს განუმარტა, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, 31 ოქტომბერს ყველა მოქალაქე მივიდეს არჩევნებზე.
 
"მე მზად ვარ, მოსახლეობას შევხვდე, ველაპარაკო, მოვისმინო მათი პრობლემები, თუმცა პრობლემები ვიცი, რადგან საქართველოში ერთი და იგივეა.
 
მოსახლეობას ვპირდები, რომ დავაყენებთ ქვეყანას სწორ გზაზე, იმ შემთხვევაში, თუ სწორ არჩევენს გააკეთბენ და არ დაემორჩილებიან პოლარიზაციას, "ოცნების" მოსყიდვის მცდელობას,"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 
დღის ამბები