23 აპრილი 2024,   21:26
ვრცლად
გაეროს ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ კოვიდ-19-ის გავლენაზე საქართველოს ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე კვლევა ჩაატარა
გაეროს ევროპის ეკონომიკურმა კომისიამ "კოვიდ-19-ის" გავლენაზე საქართველოს ვაჭრობასა და სტრუქტურულ ტრანსფორმაციაზე" კვლევა ჩაატარა.
 
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მთავრობის მიერ, პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად განხორციელებული ღონისძიებები, რომელიც ხელისუფლებამ მაისის და ივლისისი თვეებში გაატარა.
 
დოკუმენტში საუბარია რეკომენდაციებზეც, რომელშიც ხაზგასმულია ვაჭრობის წვლილის გაზრდის მნიშვნელობა.

კვლევა ეფუძნება 330 მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს გამოკითხვას. მათ შორის გამოკითხულია 226 გადამამუშავებელი წარმოება, 104 ფერმერი და ასევე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ექსპედიტორები.
 
დღის ამბები