"ქართული ოცნება” პარტიულ სიას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს წარადგენს.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების” საარჩევნო სია საინტერესოა, თუმცა არანაკლებ საინტერესოა პარტიის პროგრამა, რომელსაც ირაკლი კობახიძე წარადგენს.
"დავამთავრეთ სიაზე მუშაობა და შევთანხმდით, რომ წინასწარ არ ვასახელებთ, ვინ და როგორ იქნება.
ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ზოგი ახალი სახეა პარლამენტისთვის და პოლიტიკისთვის, მაგრამ საზოგადოებისთვის ნაცნობია, ზოგი ძველი სახეა, მაგრამ რასაკვირველია, ის გუნდი, რომლისთვისაც, შეიძლება, საგანგებო მნიშვნელობა აქვს, რომ თუნდაც 150-ე იყოს ამ სიაში," - ამბობს ვოლსკი.