20 აპრილი 2024,   11:49
ვრცლად
"უნდა მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება" - საფრანგეთის ელჩი მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, ელჩმა განაცხადა, რომ მომხდარი ფაქტის გამოძიება უნდა მოხდეს. 

მისი თქმით, ამ ფაქტზე გუშინ წერილობითი განცხადება გააკეთა. ამასთან, განმარტა, რომ წინასაარჩევნო გარემო უნდა იყოს მაქსიმალურად დემოკრატიულ დებატებში გამართული. 

"გუშინ მე გავაკეთე წერილობითი განცხადება ამასთან დაკავშირებით, სადაც მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ საარჩევნო გარემო დარჩეს დემოკრატიული დებატების ფარგლებში. მათ შორის, ამ ფაქტის გამოძიებაც მოხდეს. შესაბამისად, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ წინასაარჩევნო გარემო უნდა იყოს მაქსიმალურად დემოკრატიულ დებატებში გამართული და შესაბამისად, ვთხოვთ, ყველა პოლიტიკურ პარტიას თავის მომხრეებს მოუწოდონ ამისკენ,"-განაცხადა დიეგო კოლასმა
 

დღის ამბები