20 აპრილი 2024,   11:02
ვრცლად
პარლამენტში დღეს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი შედის - განხილვების გრაფიკს ბიურო დაამტკიცებს

პარლამენტში დღეს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი შედის. განხილვების გრაფიკს ბიურო დაამტკიცებს. კომიტეტებში და ფრაქციებში მოსმენები 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტს კი, ახალი მოწვევის პარლამენტი დეკემბრის ბოლოს დაამტკიცებს.

"საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შედგენილია განხილვების სპეციალური გრაფიკი, რომელსაც პარლამენტის ბიურო დაამტკიცეს. ყველა კომიტეტს და ფრაქციას შესაძლებლობა ექნება, რომ ბიუჯეტი განიხილოს. ამისათვის ვადა 1 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით არის გამოყოფილი. ეს საბიუჯეტო განხილვების პირველი ნაწილია, ხოლო ბიუჯეტის დამტკიცება დეკემბრის მეორე ნახევარში ხდება, რაც ახლად არჩეულ პარლამენტს მოუწევს,"- აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.

 

დღის ამბები