სოფლის მეურნეობის მინისტრი ხორბლის და პურის მწარმოებლებს შეხვდა. ლევან დავითაშვილმა სტაბილური ფასის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ასოციაციის დირექტორის განცხადებით, მწარმოებლები ქვეყანაში არსებული მარაგის ხარჯზე, სტაბილური ფასების შენარჩუნებას ახერხებენ.
"დღეს გვქონდა ასეთი მორიგი შეხვედრა როგორც ხორბლის მწარმოებლებთან, ისე პურის მწარმოებლებთან და ძალიან სამწუხაროა, რომ აჟიოტაჟია აწეული პურის ფასთან დაკავშირებით, რასაც რა თქმა უნდა, საფუძველი არ გააჩნია. ჩვენ რუტინული მონიტორინგი გვაქვს ხორბლის მარაგების, შესაბამისად არ იქნება არანაირი შეფერხება არც პურის მიწოდებაში და არც ფქვილის მიწოდებაში და რა თქმა უნდა, ფასები სტაბილურად შენარჩუნდება,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.