25 აპრილი 2024,   05:36
ვრცლად
სამეგრელოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა

სამეგრელოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათგან სამი ხობში, სოფელ ქარიატაში ორი დღის წინ გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, ორი, ფოთში მომუშავე ხობის მცხოვრებლის კონტაქტი, ორი კი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიას მცხოვრებია. ორივე მათგანი ადრე წალენჯიხაში გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია.

ყველა ამ შემთხვევაზე ეპიდკვლევა მიმდინარეობს. რაც შეეხება ეპიდვითარებას, სამეგრელოს მასშტაბით გამოვლენილია 100-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი.  

დღის ამბები