დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ამომრჩეველთა ხმების დაცვასა და დარღვევების შემთხვევაში ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს.
ოპოზიციური პარტიის ლიდერების განცხადებით, საქართველოს ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს როგორც დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატებმა, ასევე "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის" ერთიანი ოპოზიციის, "თავისუფალი საქართველოს", "გაჩეჩილაძე - მწვანეთა პარტიის" "პატრიოტთა ალიანსისა" და "რეფორმერის" დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა.