20 აპრილი 2024,   14:25
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზივი - ამ წუთებში დავით გარეჯის კომისიის წევრების სახლსა და ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს

"კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს დავით გარეჯის კომისიის წევრის, ნატალია ილიჩოვას საცხოვრებელ სახლში.

ადგილზე, ამ წუთებში, სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. "კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, სწორედ ნატალია ილიჩოვაა ის პირი, ვისგანაც გამოძიებამ 1938 წლის რუკის ორიგინალი ამოიღო. სავარაუდოდ, სწორედ ამას უკავშირდება მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები მის სახლში.

ასევე, ჩხრეკა მიმდინარეობს დავით-გარეჯის კომიიის ყოფილი თავმჯდომარის ოფისში. სამართალდამცველები ივერ მელაშვილის სამუშაო ოთახშიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. 

დღის ამბები