19 აპრილი 2024,   11:25
ვრცლად
დონალდ და მელანია ტრამპებს კორონავირუსი დაუდგინდათ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის ცოლს, მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდგინდათ. ამის შესახებ პრეზიდენტმა "ტვიტერზე" დაწერა. 

დონალდ ტრამპის თქმით, მეუღლესთან ერთად კარანტინში გადადის. 

პრეზიდენტი და მისი ცოლი კარანტინში გადასვლას ტესტის პასუხის მიღებამდეც გეგმავდნენ, რადგან როგორც მან ასევე "ტვიტერზე" დაწერა, ინფექცია მის თანაშემწეს, ჰოუპ ჰიქსს დაუდასტურდა. 

"მე და პირველი ლედი ჩვენი ტესტების პასუხებს ველით, თუმცა მანამდე კარანტინში გადავდივართ," - აღნიშნა დონალდ ტრამპმა. 

ჰიქსი აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად ჩნებოდა, მათ შორის - სამშაბათს კლივლენდში, ჯო ბაიდენთან გამართულ დებატებზე. მათთან ერთად იყვნენ პრეზიდენტის უახლოესი თანაშემწეები და ჯარედ კუშნერიც, რომელიც დონალდ ტრამპის სიძეა. არცერთ მათგანს ნიღაბი არ ეკეთა. 

დღის ამბები