25 აპრილი 2024,   09:21
ვრცლად
ჯო ბაიდენის თქმით, ვიდრე ტრამპი არ გამოჯანმრთელდება, პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებს

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კორონავირუსით ინფიცირებამ ქვეყნის დღის წესრიგი შეცვალა. იცვლება როგორც "რესპუბლიკელების", ასევე "დემოკრატების" წინასაარჩევნო კამპანია. როგორც მოქმედი პრეზიდენტის მთავარმა ოპონენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, სანამ დონალდ ტრამპი არ გამოჯანმრთელდება, პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებს.

უცნობია ჩატარდება თუ არა 15 ოქტომბერს დანიშნული დებატი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დღეს მხარდამჭერებს მიმართა და აქტიურ საარჩევნო პროცესებში დროულად დაბრუნების იმედი გამოთქვა.

 

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები