20 აპრილი 2024,   16:06
ვრცლად
იენს სტოლტენბერგი მთიანი ყარბაღის კონფლიქტის მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მთიანი ყარბაღის კონფლიქტის მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ანკარაში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, ნატო შეშფოთებულია მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო.

ნატოს გენერალურმა მდივანმა რეგიონში მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სხვა ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს არის შეშფოთების ერთ-ერთი მიზეზი კონფლიქტის ესკალაციის დროს.

"ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ მთიან ყარაბაღში და მის გარშემო სიტუაციის გამო. ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს. რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვართ, როდესაც საომარი მოქმედებების ესკალაციას, მეტ საბრძოლო მოქმედებებსა და ძალადობას ვხედავთ. ჩვენ ყველა ვიღებთ ცნობებს მსხვერპლის გაზრდილი რაოდენობის შესახებ, მათ შორის სამოქალაქო მოსახლეობას შორის,"- განაცხადა სტოლტენბერგმა. 

დღის ამბები