24 აპრილი 2024,   07:00
ვრცლად
მასშტაბური პროტესტის შემდეგ, ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმეს

მასშტაბური პროტესტის შემდეგ, ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმეს. ცესკოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მასობრივი აქციები ბიშკეკის ცენტრში და დემონსტრანტების მიერ პარლამენტისა და სხვა სამთავრობო შენობების დაკავება.

საპასუხოდ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.​ დაპირისპირების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 500-ზე მეტი ადამიანი.

ყირგიზეთის მოვლენებს გამოეხმაურა დასავლეთიც. ევროკავშირმა ქვეყნის მთავრობას კონსტიტუციის პატივისცემისა და განმეორებითი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში 7-პროცენტიანი ბარიერი მხოლოდ ოთხმა საარჩევნო ძალამ გადალახა. განმეორებითი არჩევნები 2 კვირაში შედგება.

დღის ამბები