19 აპრილი 2024,   02:12
ვრცლად
სახელმწიფო ბიუჯეტს დაამტკიცებს ახალი პარლამენტი, სადაც "ქართული ოცნება" ოპოზიციაში იქნება - ოთარ კახიძე

პარლამენტი მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვას იწყებს. ამ წუთებში პროექტზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე მსჯელობენ. დღესვე გაიმართება ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა.

მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა საკომიტეტო ფორმატში 16 ოქტომბრამდე უნდა მოესწროს.

ოპოზიციის წევრების შეფასებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყანაში არსებობს.

"სახელმწიფო ბიუჯეტს დაამტკიცებს ახალი პარლამენტი, სადაც "ქართული ოცნება" ოპოზიციაში იქნება. კოალიციური მთავრობა განსაზღვრავს ქვეყნის პრიორიტეტების მიხედვით რა არის გასაკეთებელი და რა ვითარება არის გამოსასწორებელი. 2016 წელს "ქართულმა ოცნებამ" სახელმწიფო ბიუჯეტი წარადგინა, სადაც დამალა რომ აპირებდნენ აქციზის გადასახადის გაზრდას და შემდეგ არჩევნებზე როდესაც გაინაღდეს გამარჯვება, წარადგინეს უკვე მეორე ბიუჯეტი და გააძლიერეს ბენზინი, გაზი, დიზელი და ნავთობპროდუქტები ყველა მოსახლისთვის საქართველოში. ამიტომ ამ ბიუჯეტს არავითარი დატვირთვა არ აქვს," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ. 

"მომავალი წლის ბიუჯეტი ზუსტად ჰგავს იმ ბიუჯეტს, რაც ახლა ჩვენ გვაქვს და ვხედავთ რამაც გააღატაკა ხალხი, ჩამოშალა ლარი და გახდა ფასების ზრდის საფუძველი. ბიუჯეტი ამ წლის და მეორე წლის ბიუჯეტიც არის საშინაო და საგარეო ვალებით შეკერილი. როდესაც ქვეყანაში არის უზარმაზარი ეკონომიკური ვარდნა და არის სერიოზული პრობლემა პანდემიიდან გამომდინარე, ამ ბიუჯეტში არაფერი შეცვლილა იმ მშვიდობიანი ბიუჯეტის პერიოდთან მიმართებით," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ. 

დღის ამბები