19 აპრილი 2024,   05:22
ვრცლად
ამერიკის თითქმის მთელი სამხედრო ელიტა თვითიზოლაციაშია - აშშ-ში პაციენტების ჰოსპიტალიზების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

და კვლავ კორონა ვირუსი. ბოლო 24 საათში ამერიკის 6 შტატში პაციენტების ჰოსპიტალიზების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ნიუ-იორკის შტატის ზოგიერთ ნაწილში ეკლესიები, სკოლები და სავაჭრო ობიექტები იხურება.

კორონავირუსი დაუდასტურდა თეთრი სახლის ადმინიტრაციის 10 თანამშრომელს. კოვიდ-19 შევიდა პენტაგონშიც. კარანტინშია გადასული ამერიკის თითქმის მთელი სამხედრო ელიტა. სამხედრო მეთაურები, გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, და გენერალი მარკ მილი თვითიზოლაციაში მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც მათ კონტაქტი ჰქონდათ შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ვიცე-მეთაურთან, ადმირალ ჩარლზ რეისთან რომელიც კოვიდ ინფიცირებულია.

შექმნილი ვითარების გამო საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუ მომდევნო კვირას დონალდ ტრამპი ისევ კოვიდ დადებითი იქნება, დებატები არ უნდა ჩატარდეს.

არანაკლებ რთულია ვითარება ევროპაში. პოლონეთში დღეს კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული რიცხვი დადასტურდა. ევროპის ცაკლეული ქვეყნები უკვე ახალ რეგულაციებს აწესებენ.

დღის ამბები