20 აპრილი 2024,   03:47
ვრცლად
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პარლამენტის ნდობის ჯგუფში განიხილეს - მთავარი თემა საიდუმლო შესყიდვებისთვის განკუთვნილი თანხის განაწილება იყო

საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პარლამენტის ნდობის ჯგუფში განიხილეს. მთავარი თემა საიდუმლო შესყიდვებისთვის განკუთვნილი თანხების განაწილება იყო.

სხდომას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და სწორედ ამ საკითხების გათვალისწინებით მოხდება დაფინანსების გადანაწილებაც.

"რესურსი საჭიროა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ რეგიონში შექმნილ ვითარებას, გეოპოლიტიკურ მოცემულობას, ზოგადად უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვეევებს, მაგრამ ვითვალისწინებთ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, გამოწვევებს, ამიტომ მაქსიმალურად კოლეგიალურად, უწყებების სპეციფიკისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით ჩამოვყალიბდით და დასკვნაში აისახება ჩვენი რეკომენდაციები, თუ რა მიმართულებით უნდა გაიზარდოს ბიუჯეტი,"- განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა. 

დღის ამბები