19 ოქტომბერი 2021,   00:19
ვრცლად
ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება განმარტა

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება განმარტა.

"ეს არის 5 პროცენტი მოგების გადასახადი და ამავე დროს არის 5 პროცენტი საშემოსავლო ნებისმიერ დაქირავებულ მუშაკზე.

გვაქვს ორი ტიპის ხარჯთან საქმე. ერთი, ეს არის საქართველოს მოქალაქე, რეზიდენტი, დაქირავებული პირისათვის გადახდილი ხელფასის ხარჯი სრულად შეუძლიათ გამოიქვითონ, ანუ სრულად შეამცირონ მოგების ამ ხარჯით და მეორე საერთაშორისო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობის სფეროში სამეცნიერო კვლევითი, საპროექტო და საცდელ-საკონსულტაციო მომსახურების ხარჯები, ე.წ არენდი ხარჯები," - განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. სიახლის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. კომპანიები შეღავათებს მიიღებენ საშემოსავლო და მოგების გადასახადზე.

პრემიერ- მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო სტატუსის მისაღებად მექანიზმი პირველ რიგში საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებულ და IT მიმართულების კომპანიებისთვის შეიქმნება.

დღის ამბები