20 აპრილი 2024,   20:38
ვრცლად
თბილისის 32-ე სკოლაში 900 მოსწავლე და 30 მასწავლებელი თვითიზოლაციაში გადავიდა

თბილისის 32-ე სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი მეოთხე კლასელი მოსწავლისა და სკოლის დირექტორის მოადგილის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა. 

როგორც სკოლის ადმინისტრაციას "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, სკოლის 900 მოსწავლე და 30 მასწავლებელი თვითიზოლაციაში გადავიდა. 

"ერთ ბავშვს დაუდასტურდა მეოთხე კლასელს, ასევე დაუდასტურდა თანამშრომელს. სკოლა გადავიდა დისტანციური სწავლების ფორმაზე. ფაქტობრივად ყველანი ვართ თვითიზოლაციაში," - განუცხადა 32-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო კაშიამ "კურიერს" სატელეფონო საუბრისას. 

დღის ამბები