20 აპრილი 2024,   19:05
ვრცლად
პანდემიის პერიოდში გატარებულმა ნაბიჯებმა მოგვცა შესაძლებლობა, მომდევნო წლებში გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდა - ექსპერტები 

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა განაახლა. ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი + 5%-ს გაუტოლდება. ფონდი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად საშუალოდ 5.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამ მონაცემებით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და რეგიონის ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს. მეორე და მესამე პოზიციაზე კი სერბეთი და სომხეთი მოდიან.

ფონდის მიერ გამოქვეყნებულ საპროგნოზო მაჩვენებლებს ექსპერტები გამოეხმაურნენ.

"პანდემიის პერიოდში საქართველოს მიერ გატარებულმა ნაბიჯებმა მოგვცა ჩვენ შესაძლებლობა სავალუტო ფონდის მიერ დანახული კუთხით, რომ საქართველომ 2020 წელს კი მიიღოს ეკონომიკური ვარდნა, მაგრამ მომდევნო წლებში დაეწიოს და გააუმჯობესოს კიდევ ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც მას ჰქონდა პანდემიამდე. სხვა ქვეყნებს რომ დავაკვირდეთ, იშვიათია ასეთი შედეგი, რომ პანდემიამდე მაჩვენებლის აღდგენას ახერხებდნენ 2021-ში. თუმცა, ამ ყველაფერს აღსრულება სჭირდება, სახელმწიფოს იმ პოლიტიკის აღსრულება სჭირდება, რა რაკურსიც მას უკვე აქვს არჩეული," - განაცხადა თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ.

"მიმდინარე წელს, თუ ჩვენ 5%-იანი ეკონომიკური ვარდნით დავამთავრეთ წელი, ეს იქნება ძალიან კარგი შედეგი, თუმცა სამწუხაროდ, 5%-ს გაცდება ეს შედეგი. იქითა წლის ეკონომიკური შედეგი, რომელიც ასევე არის პროგნოზში ჩადებული, ესეც გარკვეულწილად ოპტიმისტურია, რადგან შემდეგ წელს არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ რეგიონის ეკონომიკა ძალიან მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, აქედან გამომდინარე შემდეგი წლის კონკრეტული ეკონომიკური პროგნოზის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია ამ გადმოსახედიდან," - აღნიშნა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ბაირახტარმა

დღის ამბები