25 აპრილი 2024,   09:15
ვრცლად
ევროკავშირი ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით, რუსეთის მაღალი რანგის პირებს სანქციებს უწესებს 

ევროკავშირი ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილეს, 4 რუს მაღალჩინოსანს და 1 ორგანიზაციას სანქციებს უწესებს.

შეზღუდვების თანახმად, ევროკავშირში მოქმედ ბიზნესებს მოცემულ ორგანიზაციასთან რაიმე სახის კავშირი ეკრძალებათ, ასევე აღნიშნულ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აღარ შეეძლებათ.

სანქციები ევროპულ ბანკებში ფინანსური აქტივების გაყინვასაც ითვალისწინებს. აკრძალვებს დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროკავშირის საბჭომ, ამ გადაწყვეტილებით რუსეთთან ურთიერთობას ზიანი მიაყენა. მოსკოვი საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებას აპირებს.

დღის ამბები