30 ნოემბერი 2020,   16:00
ვრცლად
ჩვენ შედარებით ყველაზე ლიბერალური და ლმობიერი შეზღუდვა შემოვიღეთ - ნათია თურნავა

ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რეკორდულ ზრდას მთავრობა რეგულაციების გამკაცრებით პასუხობს. დღეიდან თბილისსა და ქუთაისში რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულებები მხოლოდ ღამის ათ საათამდე იმუშავებენ. გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე გუშინ მიიღეს. მეტროსადგურებში კი პატრულ ინსპექტორები იქნებიან მობილიზებულები, რომლებიც ადგილზე მგზავრების პირბადის ტარებას ანდა სხვა საპრევენციო ზომებს გააკონტროლებენ. შეგახსენებთ ახალი რეკომენდაციით მოქალაქეებმა პირბადე უკვე ღია სივრცეშიც უნდა ატარონ.

"ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ამ პერიოდში ვირუსთან ერთად მანამ, სანამ კაცობრიობა არ გამოიგონებს ვაქცინას და ისე უნდა მოვახერხოთ ეს, რომ ჩვენი ეკონომიკა კვლავაც სწრაფად ვითარდებოდეს. ეს საათები უკვე შეზღუდულია ევროპის ქვეყნებში, ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ საერთოდ დახურა დროებით. ჩვენ შედარებით ყველაზე ლიბერალური და ლმობიერი შეზღუდვა შემოვიღეთ, რაც დაგვეხმარება ღამის საათებში მობილობის დაგდებაში და პრევენციაში," - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

დღის ამბები