24 აპრილი 2024,   16:33
ვრცლად
ევროკავშირი ბრექსითის შესახებ მოლაპარაკებებზე ლონდონთან მიდგომას არ შეცვლის  

ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით ევროპული გაერთიანება ბრექსითის შესახებ მოლაპარაკებებზე, ლონდონთან მიდგომას არ შეცვლის - ამის შესახებ განცხადება შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბორის ჯონსონის საპასუხოდ გააკეთა.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგრძელდება თუ ევროკავშირი "მიდგომას ფუნდამენტურად შეცვლის". მანამდე ჯონსონმა თქვა, რომ ბრიტანეთი მომავალი წლისთვის ევროკავშირთან ხელშეკრულების გარეშე ვაჭრობისთვის მზად უნდა იყოს. თუმცა ევროკავშირში ხელშეკრულების ნებისმიერ ფასად გაფორმებაზე მზად არ არიან. ამ დროისთვის ბრიტანეთი გარდამავალ პერიოდშია და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე დეკემბრამდე რჩება.

დღის ამბები