25 აპრილი 2024,   04:08
ვრცლად
ისრაელში მორიგი საპროტესტო აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა

ისრაელში მორიგი საპროტესტო აქცია ქვეყნის სამართალდამცავმა უწყებამ ძალის გამოყენებით დაშალა.

მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს კორუფციაში ადანაშაულებს და ბენიამინ ნეთანიაჰუს თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.

ადგილობრივი პოლიცია სამი დაკავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, საპროტესტო აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ დაკავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

"კოვიდ-19"-ით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ისრაელში მასობრივი შეკრება კანონით ისჯება, მიუხედავად ამისა, საპროტესტო აქციები ქვეყანაში პერმანენტულად იმართება.

დღის ამბები