25 აპრილი 2024,   10:37
ვრცლად
საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის წევრები წნორში მცხოვრებ ქალს ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" წევრები, წნორში მცხოვრებ ქალს ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებენ. უფლებადამცველები ადგილზე ჩავიდნენ, რის შემდეგაც დაპირისპირება მოხდა.

ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთ წევრს ინციდენტის დროს სპანდერაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა, რისი ვიდეომტკიცებულება პოლიციას უკვე წარუდგინეს.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, სპანდერაშვილი წლებია ათობით ძაღლს შეუფერებელ პირობებში ამყოფებს, ხოლო მოვლისთვის თაღლითური გზით თანხას იღებს.

სიღნაღის პოლიციაში ინციდენტში მონაწილე მხარეების დაკითხვა გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ფაქტზე გამოძიება 126-ე, ცემის მუხლით დაიწყო. სპანდერაშვილი ბრალდებებს უარყოფს.

დღის ამბები