ირანის ხელისუფლებამ შეიარაღებით ვაჭრობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ემბარგოს მოხსნის შესახებ განაცხადა.
18 ოქტომბრიდან ირანს შეიარაღების გაყიდვა და შესყიდვა შეუძლია. ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ აღნიშნა, რომ იარაღის ემბარგოს მოხსნა ბირთვული შეთანხმების შედეგია.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი კი ამბობს, რომ მსოფლიოსთან ირანის თავდაცვითი თანამშრომლობის ნორმალიზაცია მულტილატერალიზმის, ასევე რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების გამარჯვებაა.