20 აპრილი 2024,   05:32
ვრცლად
370 000 ახალი შემთხვევა დღე-ღამეში - მსოფლიო კორონავირუსის გამოწვევის წინაშე დგას

კორონავირუსის 370 ათასი შემთხვევა, ასეთია მსოფლიო მონაცემი დღე-ღამეში. "კოვიდ-19"-ის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა ბოლო 24 საათში საფრანგეთში.

"კოვიდ-19" 33 ათას პირს დაუდასტურდა. იზრდება სტატისტიკა არაერთ ქვეყანაში. ჩინეთის დაავადებათა კონტროლი ავრცელებს ინფორმაციას, რომელმაც შესაძლოა დღემდე არსებული ინფორმაცია თავიდან ბოლომდე შეცვალოს.

ჩინელი სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ აღმოაჩინეს კორონავირუსის ცოცხალი უჯრედები. ეს მასალა იყო იმპორტირებულ გაყინულ პროდუქციაზე.

ამ ფაქტის საფუძველზე, მეცნიერები აკეთებენ დასკვნას, რომ შესაძლოა ადამიანს "კოვიდ-19" ცხოველისგან არ გადადებია. რადგან მათ პირველად მიაკვლიეს ცოცხალ ვირუსს.

დღის ამბები