01 ნოემბერი 2020,   03:25
ვრცლად
64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ვიეტნამში წყალდიდობას და ღვარცოფს

64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ვიეტნამში წყალდიდობას და ღვარცოფს. სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე კი მეწყერი ჩამოწვა, სადაც უბედური შემთხვევის დროს 22 ჯარისკაცი იმყოფებოდა.

მაშველები დაკარგულ სამხედროებს ამ დრომდე ეძებენ. ათასობით ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინათ და დროებით თავშესაფარში გადასულიყვნენ.

სტიქია ძლიერმა წვიმამ გამოიწვია. სინოპტიკოსების ცნობით, უხვი ნალექი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

დღის ამბები