19 აპრილი 2024,   10:18
ვრცლად
12 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა ტერორისტული თავდასხმის შედეგად ავღანეთში

12 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა ტერორისტული თავდასხმის შედეგად ავღანეთში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

თავდასხმის სამიზნეს ღურის პოლიციის სათაო ოფისი წარმოადგენდა. მანქანის აფეთქების შედეგად დაზიანდა მიმდებარე შენობებიც.

ყატარში ავღანეთის მთავრობასა და თალიბებს შორის მოლაპარაკებების პროცესი სექტემბერში დაიწყო, ამის მიუხედავად ტერორისტული თავდასხმები კვლავ გრძელდება.

დღის ამბები