23 აპრილი 2024,   13:42
ვრცლად
კორონავირუსის მაჩვენებელმა მსოფლიოში 40 მილიონს გადააჭარბა

40 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსის მაჩვენებელმა მსოფლიოში, მათგან 30 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელებულია.

ბოლო 5 დღეა "კოვიდ -19"-ის რეკორდულად მაღალი დღიური შემთხვევები ფიქსირდება იტალიაში. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსი 12 ათასამდე ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემების ზრდის გამო იტალიაში რეგულაციები მკაცრდება, რომლის მიხედვითაც მერებს ადგილობრივად კომენდანტის საათის გამოცხადება შეეძლებათ.

შეზღუდვებს ამკაცრებს შვეიცარია და სლოვენია. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა კი ირანში 30 ათასიან ნიშნულს გადააჭარბა. კოვიდ -19 დაუდასტურდა სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის მინისტრსაც.

რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში. ბოლო 24 საათში "კოვიდ -19"-ით რუსეთში 185, თურქეთში 72, სომხეთში 14, აზერბაიჯანში კი 3 ადამიანი გარდაიცვალა.


დღის ამბები