25 აპრილი 2024,   10:08
ვრცლად
ჯებრაილის რაიონის 13 სოფელი გავათავისუფლეთ - ილჰამ ალიევი

საბრძოლო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ყარაბაღში - აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, სომხეთი დილიდან აღჯაბადის ტერიტორიას ბომბავს. ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ჯაბრაილის რეგიონის 13 სოფელი გაათავისუფლეს.

სომხეთის თავდაცვის უწყება კი აზერბაიჯანის კუთვნილი 9 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ იუწყება. 37 სამხედროს დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაცია. აზერბაიჯანი კი სომხების მიერ ხიზის რეგიონზე სარაკეტო იერიშის შესახებ იუწყება.

ყარაბაღის კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები