25 აპრილი 2024,   12:49
ვრცლად
ანგელა მერკელი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება კანცლერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ქვეყანაში "კოვიდ-19-ის" რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

"გთხოვთ, თავი შეიკავოთ ნებისმიერი სახის მოგზაურობისგან და წვეულებისგან, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს და დარჩით სახლში,"- განაცხადა კანცლერმა.

მერკელმა, ასევე, აღნიშნა, რომ ამჟამად გერმანია პანდემიის ძალიან სერიოზულ ფაზაში იმყოფება და ახალი ინფექციების რიცხვი ინტენსიურად იზრდება.

დღის ამბები