სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ისინი რამდენიმე დღეში რესტორნების მთლიანად გაჩერების საშიშროებაზე საუბრობენ.
რესტორატორების ასოციაციაში ამბობენ, რომ თუ გიორგი გახარიასთან მათ შეხვედრა ვერ შედგა - აქციების გარდა მათ სხვა გზა აღარ ექნებათ.
"სფეროს პრობლემა არის ის, რომ შესაძლებელია რამდენიმე დღეში სრულად გაჩერდეს სფერო და ვერ იმუშაოს. ჩვენი მოთხოვნაა პრემიერთან შეხვედრა, თუ ამ ბრიფინგის შემდეგ ვერ მოხდება სახელმწიფოსა და სექტორს შორის კომუნიკაცია, შემდეგ ადამიანებმა რომლებმაც სამსახური დაკარგეს, გამოსავლის გზა ქუჩაში მოძებნონ," - აცხადებს რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე.