23 აპრილი 2024,   11:37
ვრცლად
ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანელებისა და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითად საქართველო დაასახელა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აზერბაიჯანელებისა და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითად საქართველო დაასახელა.

საქართველოს ზოგიერთ სოფელში სომხები და აზერბაიჯანელები ერთად ცხოვრობენ და ქრისტიანულ და მუსლიმურ დღესასწაულებს აღნიშნავენ.

რატომ ცხოვრობს აზერბაიჯანში ათასობით სომეხი ღირსეულად, როგორც ჩვენი მოქალაქეები? განაცხადა ილჰამ ალიევმა რუსულ სააგენტო "ტასთან".

"რატომ შეუძლიათ აზერბაიჯანელებს და სომხებს რუსეთში ერთად იცხოვრონ, საერთო ბიზნესი და შერეული ოჯახები ჰქონდეთ? საქართველოს ზოგიერთ სოფელში სომხები და აზერბაიჯანელები ერთად ცხოვრობენ და ქრისტიანულ და მუსლიმურ დღესასწაულებს აღნიშნავენ. რატომ ცხოვრობს აზერბაიჯანში ათასობით სომეხი ღირსეულად, როგორც ჩვენი მოქალაქეები?- ამიტომ, მსგავსი ფაშისტური თეზისები მოგვარებას ხელს არ უწყობს,"- აცხადებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. 

დღის ამბები