27 ნოემბერი 2020,   13:39
ვრცლად
კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო სხვადასხვა ქვეყანაში რეგულაციები ისევ მკაცრდება

COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის პარალელურად, სხვადასხვა ქვეყანაში რეგულაციები მკაცრდება. ლომბარდიის შემდეგ იტალიის კიდევ ერთ რეგიონში, კამპანიაში კომენდანტის საათის დაწესება იგეგმება.

ინფიცირებულების სამკურნალოდ დროებით აჩერებს არაგადაუდებელ პროცედურებს ბელგიის საავადმყოფოები. რეგულაციები გამკაცრდა გერმანიის დედაქალაქშიც. ბერლინში 10 ხალხმრავალ ქუჩაზე, ბაზრებსა და რიგში დგომისას სავალდებულო გახდა პირბადის ტარება.

მილიონს გადააჭარბა ინფიცირების შემთხვევებმა ესპანეთში. გასულ დღე-ღამეში მაისის შემდეგ გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ირლანდიაში. სწრაფად იზრდება ჰოსპიტალიზების შემთხვევები საფრანგეთის მასშტაბით. COVID-19 დაუდგინდა უნგრეთის იუსტიციის მინისტრს.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ნარჩუნდება საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებშიც, სადაც ყოველდღიურად მატულობს კოვიდინფექციით გარდაცვალებულთა რიცხვი.

დღის ამბები