25 აპრილი 2024,   00:11
ვრცლად
პარაგვაის პოლიციამ ნახშირის 6 კონტეინერში დამალული 2 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო 

პარაგვაის პოლიციამ დედაქალაქიდან 30 კილომეტრის მოშორებით 2 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო. 500 მილიონი დოლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებმა კერძო პორტში, ისრაელში გასაგზავნ ტვირთში ნახეს.

ნარკოტიკები ნახშირის 6 კონტეინერში იყო დამალული. ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი პარაგვაის სატელევიზო არხის ყოფილი დირექტორია.

დღის ამბები