24 აპრილი 2024,   04:46
ვრცლად
როგორ აყავს თავდამსხმელს მძევლები - კადრები "საქართველოს ბანკიდან"

კადრები რომელიც "საქართველოს ბანკიდან" მივიღეთ, ჩანს როგორ შედის თავდამსხმელი, ძალადობს ბანკის თანამშრომლებსა და კლიენტებზე და მძევლად აყავს ისინი. 

სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ თავდამსხმელი აკეთებს მოძრაობას, თითქოსდა ის ხსნის ხელყუმბარიდან  ე.წ. კალიცოს, თუმცა როგორც სამხედრო საქმის სპეციალისტები წერენ ეს არის უბრალოდ ხელყუმბარის საბრძოლო მოქმედებაში მოყვანის იმიტაცია მეტი პანიკის დასათესად.

ყველა თანხმდება, რომ ადამიანი, რომელმაც "საქართველოს ბანკის" ფილილზე ზუგდიდის ცენტრში თავდასხმა განახორციელა, არის ყოფილი ძალოვანი, რომელმაც კარგად იცის, როგორ უნდა იმოქმედოს სტრესულ სიტუაციაში და იმ შეიარაღებით რაც აქვს.

ასევე "კურიერის" ინფორმაციით თავდამსხმელი მეგრულად საუბრობდა, თუმცა ის მხოლოდ მაშინ შედიოდა კონტაქტში მძველებთან როდესაც მათ ქცევებთან დაკავშირებით შენიშვნებს აძლევდა.

დღის ამბები