25 აპრილი 2024,   09:30
ვრცლად
რუსეთი და ირანი 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცადნენ - ჯონ რატკლიფი

რუსეთი და ირანი 2020 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცადნენ - ამის შესახებ ინფორმაციას შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორი ავრცელებს.

ჯონ რატკლიფის განცხადებით, ირანმა და რუსეთმა ამომრჩეველთა რეგისტრაციის შესახებ გარკვეული ინფორმაცია მოიპოვეს, რის შემდეგაც პრეზიდენტობის "დემოკრატი" კანდიდატის მხარდამჭერებისთვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა მოხდა.

ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მომხდარის მიზანი ამომრჩევლების დაშინება და მოქმედი პრეზიდენტისთვის ზიანის მიყენება იყო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

დღის ამბები