ცესკოს მიერ 19 ოქტომბერს მიღებულ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, თუ როგორ უნდა მისცენ ხმა ინფიცირებულმა და თვითიზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა არჩევნებში, კრიტიკა მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციებში.
მესამე სექტორში აცხადებენ, რომ დოკუმენტი ბევრ ხარვეზს შეიცავს. მათი თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები, თუ ავტომატურად არ მოხვდებიან საარჩევნო სიაში, ეს, შესაძლოა, ხელისუფლებამ მათ სასარგებლოდ გამოიყენოს.
მათივე განმარტებით, კონსტიტუციურ უფლებას კარგავენ ის ადამიანები, რომლებიც 26 ოქტომბრის შემდეგ გადავლენ იზოლაციაში ან დაიწყებენ ბინაზე მკურნალობას. ასევე, ამახვილებენ ყურადღებას, რომ შეუძლებელი იქნება გადასატანი ყუთის სრულფასოვნად დაკვირვება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს გაყალბებას.