18 აპრილი 2024,   18:38
ვრცლად
EMC სამართალდამცავ ორგანოებს ზუგდიდში ბანკზე თავდასხმის მაქსიმალურად ეფექტურად გამოიძიებისკენ მოუწოდებს

"ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ქალაქ ზუგდიდში, ბანკის ოფისზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება აწარმოოს მაქსიმალურად ეფექტურად, გამჭვირვალედ და უზრუნველყოს საზოგადოების სათანადოდ ინფორმირება.

ამავდროულად, ორგანიზაცია მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, თავი შეიკავონ ამ ფაქტით მანიპულირებისგან პოლიტიკური და ვიწრო პარტიული მიზნებისთვის.

ორგანიზაციის განცხადებით, მსგავსი ექსტრემალური შემთხვევები სერიოზულ საფრთხეს უქმნის რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების განცდას და საზოგადოებრივ წესრიგს ქვეყანაში, შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, უმოკლეს დროში უზრუნველყოს თავდამსხმელის დაკავება და მის მიმართ სამართლებრივი პროცესების წარმართვა.

დღის ამბები